ფეხბურთი | გაირკვა კონფერენს ლიგის პლეი ოფის ყველა მონაწილე #1TVSPORT
ფეხბურთი | გაირკვა კონფერენს ლიგის პლეი ოფის ყველა მონაწილე #1TVSPORT

უეფა-ს კონფერენს ლიგაზე დასრულდა 2025-26 წლების სეზონის ძირითადი ეტაპი და ცნობილია ყველა გუნდი, რომლებიც პლეი ოფში ითამაშებენ.

პირდაპირ მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს: „სტრასბურმა“ (საფრანგეთი), „რაკოვმა“ (პოლონეთი), აეკ-მა (საბერძნეთი), „სპარტამ“ (ჩეხეთი), „რაიო ვალეკანომ“ (ესპანეთი), „შახტარმა“ (უკრაინა), „მაინცმა“ (გერმანია) და „აეკ ლარნაკამ“ (კვიპროსი).

მერვედფინალში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვდნენ 9-24 ადგილებზე გასული გუნდები: „ლოზანა“ (შვეიცარია), „კრისტალ პალასი“ (ინგლისი), „ლეხი“ (პოლონეთი), „სამსუნი“ (თურქეთი), „ცელიე“ (სლოვენია), „ალკმაარი“ (ნიდერლანდები), „ფიორენტინა“ (იტალია), „რიეკა“ (ხორვატია), „იაგელონია“ (პოლონეთი), „ომონია“ (კვიპროსი), „ნოა“ (სომხეთი), „დრიტა“ (კოსოვო), „კუოპიო“ (ფინეთი), „შკენდია“ (მაკედონია) „ზრინსკი“ (ბოსნია) და „სიგმა“ (ჩეხეთი).

ვერ შეძლეს პლეი ოფში გასვლა და გამოეთიშნენ ტურნირს: „უნივერსიტატეა“ (რუმინეთი), „ლინკოლნი“ (გიბრალტარი), „დინამო“ კიევი (უკრაინა), „ლეგია“ (პოლონეთი), „სლოვანი“ (სლოვაკეთი), „ბრეიდაბლიკი“ (ისლანდია), „შემროკი“ (ირლანდია), „ჰაკენი“ (შვედეთი), „ჰამრუნი“ (მალტა), „შელბურნი“ (ირლანდია), „აბერდინი“ (შოტლანდია) და „რაპიდი“ (ავსტრია).

მერვედფინალში გადასასვლელი პლეი ოფის წილისყრა 16 იანვარს გაიმართება. პლეი ოფში პირველი მატჩები 19 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი – 26 თებერვალს.