ფეხბურთი | გაიმართა კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა #1TVSPORT
ფეხბურთი | გაიმართა კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა #1TVSPORT

უეფა-ს შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის 2025/2026 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი ეტაპის (1/16) წილისყრა გაიმართა და ძირითად ფაზაში 9-24 ადგილზე გასულმა გუნდებმა მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს.

1/16-ფინალში ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდიც ითამაშებს. გაბრიელ სიგუას „ლოზანა“ (შვეიცარია) ჩეხურ „სიგმა ოლომოუცს“ დაუპირისპირდება, ხოლო ორმატჩიან დუელში თორნიკე მორჩილაძის „რიეკას“ (ხორვატია) მეტოქე ნიქოზიის „ომონია“ იქნება.

წილისყრის შედეგები:

„კუპსი“ (ფინეთი) – „ლეხი“ (პოლონეთი)
„ნოა“ (სომხეთი) – „ალკმაარი“ (ნიდერლანდები)
„ჟრინსკი“ (ბოსნია) – „კრისტალ პალასი“ (ინგლისი)
„იაგელონია“ (პოლონეთი) – „ფიორენტინა“ (იტალია)
„შკენდია“ (ჩრდ. მაკედონია) – „სამსუნსპორი“ (თურქეთი)
„დრიტა“ (კოსოვო) – „ცელიე“ (სლოვენია)
„სიგმა“ (ჩეხეთი) – „ლოზანა“ (შვეიცარია)
„ომონია“ (კვიპროსი) – „რიეკა“ (ხორვატია)

უეფა-ს კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის საგზური უკვე მოიპოვეს იმ გუნდებმა, რომელებმაც ძირითად ფაზაში 1-8 ადგილები დაიკავეს. ეს გუნდები არიან – „სტრასბურგი“ (საფრანგეთი), „რაკუვი“ (პოლონეთი), აეკ-ი (საბერძნეთი), „სპარტა“ (ჩეხეთი), „რაიო ვალეკანო“ (ესპანეთი), „შახტარი“ (უკრაინა), „მაინცი“ (გერმანია), „აეკ ლარნაკა“ (კვიპროსი).