ფეხბურთი | გაიმართა ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა #1TVSPORT
ფეხბურთი | გაიმართა ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა #1TVSPORT

ინგლისის ლიგის თასზე მეოთხედფინალური ეტაპი დასასრულს უახლოვდება და უკვე შედგა ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა.

მეოთხედფინალში ლონდონის „ჩელსიმ“ სტუმრად „კარდიფი“ 3:1 დაამარცხა, „ნიუკასლმა“ „ფულემს“ 2:1 მოუგო, ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“ „ბრენტფორდს“ 2:0 სძლია.

მომდევნო კვირაში გაიმართება კიდევ ერთი მეოთხედფინალი „არსენალსა“ და „კრისტალ პალასს“ შორის. ეს უკანასკნელი 18 დეკემბერს უეფა-ს კონფერენს ლიგაზე თამაშობს, რის გამოც ინგლისის ლიგის თასის მატჩი გადაიდო.

ნახევარფინალური ეტაპის წიყლისყრის შედეგები:

„ჩელსი“ – „არსენალი“/„კრისტალ პალასი“

„ნიუკასლი“ – „მანჩესტერ სიტი“

ნახევარფინალური ეტაპი ორმატჩიანია. პირველი შეხვედრები 2026 წლის 12 იანვარს შედგება, ხოლო განმეორებითი – 2 თებერვალს. ტურირის ფინალი 22 მარტს ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე შედგება.