ფეხბურთი | გაიმართა ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა #1TVSPORT
ესპანეთის სამეფო თასის (კოპა დელ რეი) მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია.
ტურნირის მთავარ ფავორიტს, „ბარსელონას“ „ალბასეტესთან“ მოუწევს შეხვედრა, რომელმაც მერვედფინალში მადრიდის „რეალს“ მოუგო.
მეოთხედფინალები ერთმატჩიანებია, შეხვედრები 3-დან 6 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.
წილისყრის შედეგები:
„ალბასეტე“ – „ბარსელონა“
„ალავესი“ – „რეალ სოსიედადი“
„ვალენსია“ – „ატლეტიკი“
„ბეტისი“ – „ატლეტიკო“