ფეხბურთი | გადრანი ისრაელში რეგულარული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
ფეხბურთი | გადრანი ისრაელში რეგულარული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ბეითრის“ მცველი, ლუკა გადრანი ისრაელის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და საუკეთესო ლეგიონერების სიაში მოხვდა – ქართველი ფეხბურთელი სპორტულმა გამოცემამ, one.co.il-მა გამოარჩია.

ბეითარი“ 14-გუნდიან ჩემპიონატში 57 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბეერ შევას“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. „ბეითარი“ საჩემპიონო ექვსეულში მოხვდა და ტიტულისთვის განაგრძობს ბრძოლას, ხოლო რვა გუნდი ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება.

29 წლის გადრანი ისრაელის ჩემპიონატში 2025 წლის სექტემბერში ალმათის „ქაირათიდან“ გადავიდა, როდესაც სეზონი სამი ტურის დაწყებული იყო. მიმდინარე სეზონში ქართველი მცველის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა, გამოცემა one.co.il-მა გადრანი სიბოლურ ნაკრებში ოთხჯერ დაასახელა.