ფეხბურთი | გაბრიელ სიგუას გოლით უეფა-ს კონფერენს ლიგაზე „ლოზანამ“ „ფიორენტინა“ დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა #1TVSPORT

02:01, 19.12.2025

უეფა-ს კონფერენს ლიგის 2025/2026 წლის სეზონის ძირითადი ეტაპის ბოლო, მე-6 ტურში გაბრიელ სიგუა „ლოზანასა“ და „ფიორენტინას“ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა.

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის 59-ე წუთზე გოლი გაიტანა. შვეიცარიული გუნდი ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე გავიდა – „ლოზანამ“ ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების წევრმა 8.2 ქულა დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

საუკეთესო რვა გუნდს შორის გავიდა და პირდაპირ 1/8-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“. უკრაინულმა გუნდმა ბოლო ტურში „რიეკასთან“ მატჩი ფრედ, 0:0 დაასრულა და მე-6 ადგილი დაიკავა.

საგოლე გადაცემა შეასრულა გურამ კაშიამ, რომლის „სლოვანმაც“ შვედური „ჰაკენი“ 1:0 დაამარცხა. მიუხედავად ამისა, ბრატისლავის გუნდი პლეი ოფში ვერ კვალიფიცირდა.

მერვედფინალში გადასასვლელი პლეი ოფის წილისყრა 16 იანვარს გაიმართება. პლეი ოფში პირველი მატჩები 19 თებერვალს ჩატარდება, განმეორებითი – 26 თებერვალს.

მსგავსი