ფეხბურთი | გაბრიელ სიგუა „ბაზელში“ დაბრუნდა - ქართველი ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულდა #1TVSPORT
გაბრიელ სიგუამ „ლოზანა“ დატოვა და „ბაზელში“ დაბრუნდა – ინფორმაციას შვეიცარიული მედია ავრცელებს.
„გაბრიელ სიგუა ბარძაყის ტრავმის სამკურნალოდ „ბაზელში“ დაბრუნდა, ამით „ლოზანაში“ მისი იჯარა დასრულდა. ქართველი ნახევარმცველი ახლა რეაბილიტაციის კურსს ასრულებს, მისთვის სეზონი დასრულებულია“, – წერს Bazonline-ს რედაქტორი ლინუს შაუფერტი.
სიგუამ 2023 წლის ზაფხულში „ბაზელთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ, ტრავმებმა თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა და შემდეგ იჯარით „ლოზანაში“ გადავიდა, რომელსაც კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე გასვლაში დაეხმარა. თუმცა ტრავმების გამო ბევრი მატჩი ვერც იქ ჩაატარა.
20 წლის სიგუა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია, მონაწილეობდა საქართველოში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში. 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.