ფეხბურთი | ფლორიან ვირტცი – არანორმალურია, როცა ფეხბურთელი ამდენი ღირს #1TVSPORT

00:46, 20.12.2025

ფლორიან ვირტცმა აზრი გამოთქვა იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს მასზე სატრანსფერო ღირებულებას.

„ლივერპულის“ ნახევარმცველს ჰკითხეს, აქვს თუ არა მასზე წნეხი იმ 136 მილიონ ევროს, რომელიც გერმანელ ფეხბურთელში ამ ზაფხულს გადაიხადეს.

„ეს ასეა. ბოლო წლებში „ლივერპული“ დიდ თანხებს არ ხარჯავდა, მაგრამ ამ ზაფხულს თავს უფლება მისცა ეს გაეკეთებინა.

რა თქმა უნდა, არანორმალურია, როცა ფეხბურთელი ამდენი ღირს. ეს ყველამ იცის. მაგრამ ფული უკვე გადახდილია.

მწვრთნელმა არნე სლოტმა მითხრა, რომ არ უნდა მქონოდა საკუთარ თავზე ზეწოლა იმის გამო, რამდენი გადაიხადეს ჩემში, რადგან გარშემო ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძლება იგივე ღირდეს“, – განაცხადა ვირტცმა.

22 წლის გერმანელს პრემიერლიგაში ჯერ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

მსგავსი