ფეხბურთი | „ფლამენგო“ ბრაზილიის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ფეხბურთი | „ფლამენგო“ ბრაზილიის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ცნობილი გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ვადაზე ადრე ტიტული გაიფორმა „ფლამენგომ“, რომელმაც 37-ე ტურში საკუთარ „მარაკანაზე“ 1:0 დაამარცხა „სეარა“. ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე ნახევარმცველმა სამუელ ლინომ გაიტანა.

„ფლამენგომ“ 37 მატჩში 78 ქულა დააგროვა და ხუთი ქულით უსწრებს „პალმეირასს“, რომელმაც პარალელურ მატჩში სტუმრად 3:0 დაამარცხა „ატლეტიკო მინეირო“.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ „ფლამენგომ“ ლიბერტადორესის თასი მოიპოვა და ფინალში „პალმეირასი“ დაამარცხა.