ფეხბურთი | ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო – მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთებზე 150 მილიონი განაცხადი მივიღეთ #1TVSPORT

20:16, 29.12.2025

ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ 2026 წლის ფეხბრთის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.

„2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გასაყიდად 6-7 მილიონი ბილეთია გამოყოფილი, ხოლო ბოლო 15 დღეში 150 მილიონი განაცხადი მივიღეთ. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად საშუალოდ 10 მილიონ ადამიანს სურს მატჩებზე დასწრება.

რომ არა ფიფა, ფეხბურთი მსოფლიოს 150 ქვეყანაში ვერ განვითარდებოდა. ტურნირიდან მიღებული შემოსავალი ჩვენი წევრი ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციებს გადაეცემათ და თანხა მიზნობრივად დაიხარჯება. მთლიანობაში, მუნდიალის 100-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ჯამში 44 მილიონი ბილეთი გაიყიდა“, – განაცხადა ინფანტინომ.

მსოფლიო ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. ტურნირი 2026 წლის 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

გახსნის შეხვედრა მეხიკოში, „აცტეკას“ სტადიონზე შედგება – ერთმანეთს მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება ფინალს, აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ისტ რუზერფორდში მდებარე MetLife Stadium-ზე გაიმართება.

მსგავსი