ფეხბურთი | ფიფა-ს გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ტრანსფერებზე სარეკორდო თანხა დაიხარჯა #1TVSPORT
ფიფა-ს გლობალური სატრანსფერო ანგარიშის მიხედვით, გასული წელი მსოფლიო ფეხბურთისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. საერთაშორისო მასშტაბით, ჯამში, 86 158 ტრანსფერი განხორციელდა.
მამაკაცთა პროფესიულ ფეხბურთში ტრანსფერებში დახარჯულმა თანხამ 13 მილიარდ 80 მილიონი დოლარი შეადგინა, მსგავსი ციფრი აქამდე არ დაფიქსირებულა.
ყველაზე აქტიური ქვეყანა ამ მხრივ ინგლისი იყო. ინგლისურმა კლუბებმა ფეხბურთელების შეძენაში 3 მილიარდ 820 მილიონი დოლარი დახარჯეს, ხოლო ტრანსფერებიდან მიღებულმა შემოსავალმა მილიარდ 770 მილიონი დოლარი შეადგინა – ორივე მიმართულებით საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიოში.
ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა ქალთა ფეხბურთშიც. 2025 წელს 2 440 ტრანსფერი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 6.3 პროცენტით მეტია, ხოლო სატრანსფერო დანახარჯმა 28 მილიონ 600 ათას დოლარს მიაღწია, რაც 80 პროცენტზე მეტით აღემატება 2024 წლის მონაცემს.
სარეკორდო ტრანსფერი „ლივერპულს“ ეკუთვნის, რომელმაც „ნიუკასლიდან“ შვედი თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი 172 მილიონ დოლარად (დაახლოებით 125 მილიონი ფუნტი) შეიძინა.