ფეხბურთი | ფიფა მსოფლიო ჩემპიონატზე ვიდეორეფერის რეგლამენტის შეცვლას გეგმავს #1TVSPORT
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვიდეორეფერის რეგლამენტის განახლებას გეგმავს, – ამის შესახებ The Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ორგანიზაციის ხელმძღვანელები VAR-ის ჩარევის სფეროს გაფართოებას განიხილავენ.
ერთ-ერთი ინიციატივა გულისხმობს, რომ ვიდეორეფერი მთავარ არბიტრს კუთხურის არასწორად დანიშვნის შემთხვევაში დაეხმაროს. დამატებით, შესაძლოა, VAR-ს უფლება მიეცეს, გამოასწოროს სიტუაციები, როდესაც ფეხბურთელს მეორე ყვითელს ბარათს შეცდომით აძლევენ და აძევებენ.
კიდევ ერთი ახალი წესი ფეხბურთელთა მხრიდან სიმულაციის შემცირებას ისახავს მიზნად და უკვე ტესტირების ეტაპზეა კატარში მიმდინარე არაბთა თასზე. ფეხბურთელს, რომელსაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, მოედნის დატოვება 2 წუთით უწევს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წესების დამრღვევ მოთამაშეს ყვითელი ან წითელი ბარათი ეძლევა.