ფეხბურთი | „ფენერბახჩემ“ ნ’გოლო კანტეს ტრანსფერისთვის მადლობა რეჯეფ თაიფ ერდოღანს გადაუხადა #1TVSPORT
ფეხბურთი | „ფენერბახჩემ“ ნ’გოლო კანტეს ტრანსფერისთვის მადლობა რეჯეფ თაიფ ერდოღანს გადაუხადა #1TVSPORT

თურქულმა კლუბმა, „ფენერბახჩემ“ ფრანგი ნახემაცველის, ნ’გოლო კანტეს ტრანსფერისთვის მადლობა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს გადაუხადა.

გავრცელებული წერილის მიხედვით, გარიგების წარმატებით დასრულებაში თურქეთის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

აღნიშნული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც სტამბოლურმა კლუბმა ერთი დღით ადრე „ალ-იტიჰადი“ ტრანსფერის შეფერხებაში დაადანაშაულა.

„ფენერბახჩემ“ სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის პრო ლიგის წარმომადგენელს აუცილებელი პროცედურები დასრულებული არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ კანტემ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

„ჩემი და კლუბის სახელით, მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს პრეზიდენტს, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ პროცესის პოზიტიურად დასრულებაში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც „ფენერბახჩეს“, ისე მთლიანად თურქული ფეხბურთის განვითარებას“, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა, სადეთინ სარანმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.