ფეხბურთი | ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ სანაკრებო დონზე წლის საუკეთესო მწვრთნელად ლუის დე ლა ფუენტე აღიარა #1TVSPORT

21:40, 27.12.2025

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ სანაკრებო დონეზე 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელად ლუის დე ლა ფუენტე აღიარა.

136 ქულით დე ლა ფუენტემ ჩამოიტოვა რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრები) და ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები). ის საუკეთესოდ ზედიზედ მეორედ დაასახელეს.

2025 წელს ესპანეთის ნაკრებმა ლუის დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით უეფა-ს ერთა ლიგა მოიგო და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

IFFHS-ის ვერსიით, 2025 წლის 10 საუკეთესო მწვრთნელი:

  1. ლუის დე ლა ფუენტე – ესპანეთის ნაკრები – 136 ქულა
  2. რობერტო მარტინესი – პორტუგალიის ნაკრები – 83 ქულა
  3. ლიონელ სკალონი – არგენტინის ნაკრები – 59 ქულა
  4. სტალე სოლბაკენი – ნორვეგიის ნაკრები – 48 ქულა
  5. ტომას ტუხელი – ინგლისის ნაკრები – 41 ქულა
  6. დიდიე დეშამი – საფრანგეთის ნაკრები – 30 ქულა
  7. ვალიდ რეგრაგი – მაროკოს ნაკრები – 25 ქულა
  8. თიმურ კაპაძე – უზბეკეთის ნაკრები – 10 ქულა
  9. ნესტორ ლორენცო – კოლუმბიის ნაკრები – 10 ქულა
  10. ხავიერ აგირე – მექსიკის ნაკრები – 8 ქულა

მსგავსი