ფეხბურთი | ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კილიან მბაპე მადრიდის „რეალს“ „ბარსელონასთან“ სუპერთასის მატჩში დაეხმარება #1TVSPORT
Kylian Mbappe centre-forward of Real Madrid and France during the UEFA Champions League 2024/25 League Phase MD6 match between Atalanta BC and Real Madrid C.F. at Stadio di Bergamo on December 10, 2024 in Bergamo, Italy. (Photo by Jose Breton/Pics Action/NurPhoto via Getty Images)
კილიან მბაპე, რომლის თამაშიც „ბარსელონასთან“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მომჯობინდა და მატჩისთვის მზადაა, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსო აღნიშნა, რომ თუ ფრანგი ვარსკვლავი სრულ მზადყოფნაში არ იქნებოდა, მის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ არ დააყენებდნენ.
თუმცა, როგორც რომანო წერს, მიმდინარე სეზონში „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და მატჩისთვის მზად იქნება.
ესპანეთის სუპერთასის 2026 წლის ფინალი „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის 11 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩს საუდის არაბეთი უმასპინძლებს.