ფეხბურთი | ევროპის ტოპლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს - კვერნაძის „ფროზინონე“ სერია A-ში დაბრუნდა #1TVSPORT
ფეხბურთი | ევროპის ტოპლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს - კვერნაძის „ფროზინონე“ სერია A-ში დაბრუნდა #1TVSPORT

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ იტალიის სერია B-შიმანტოვას“ უმასპინძლა, დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა და სერია A-ში გადავიდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ფროზინონეს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. მისმა გუნდმა მატჩი დამაჯერებლად ჩაატარა და კალოს, კასტელინის (ავტოგოლი), გეჯემისის (57), რაიმონდოს (71) და კუცუპიასის (76) მიერ გატანილი გოლებით გაიმარჯვა.

ფროზინონემ“ ​81 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე გავიდა და სერია A-ში დაბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სეზონიდან ტოპლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს.

გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.