ფეხბურთი | ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ფეხბურთი | ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა საფეხბურთო ნაკრები 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ხორვატიას, სერბეთსა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ელიტრაუნდში ორი გუნდი გადის. ხოლო მესამე ადგილზე გასულ ნაკრებს შანსი აქვს, შემდეგ ეტაპზე საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდის სტატუსით მოხვდეს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ აღნიშნული მატჩებისთვის 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

U19 | შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ ჟილი“, ბელგია), დაჩი ჩოჩოშვილი, გიორგი ღონღაძე (ორივე  – „დინამო თბილისი“).

მცველები: ნიკოლოზ ბოჭორიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, საბა მურვანიძე (სამივე – „იბერია 1999“), მათე შათირიშვილი, გიორგი ლომიძე, ნიკოლოზ გვაზავა, შოთა დიაკონიძე (ყველა – „დინამო თბილისი“), ლუკა კუპრავა („ტორპედო“ ქუთაისი), დაჩი გოგოლი („ლოკომოტივი“ თბილისი).

ნახევარმცველები: ლაშა ხუციშვილი, ანრი ძნელაძე, საბა ნიორაძე, რეზი დანელია (ყველა – „დინამო თბილისი“), სანდრო რატიანი („იბერია 1999“), ნიკოლოზ ჩიქოვანი („შარლერუა“, ბელგია).

თავდამსხმელები: დავით გოგილაშვილი („იბერია 1999“), ჰალიდ დოლტმურზიევი („დინამო თბილისი“), დავით კუტალია („თელავი“), ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი“ ფოთი).

ევრო 2026 | საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩების განრიგი:

12 ნოემბერი, კარლოვაცი, 14:30 | ხორვატია – საქართველო;

15 ნოემბერი, ლუჩკო, 16:45 | სერბეთი – საქართველო;

18 ნოემბერი, ლუჩკო, 14:30 | გიბრალტარი – საქართველო.