ფეხბურთი | ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს ლატვიას უმასპინძლებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში 27 მარტს, 19:00 საათზე ქუთაისში ლატვიის ნაკრებს უმასპინძლებს, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ლატვიასთან მატჩს ტრავმის გამო ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშეები – ალეკო ბასილაძე და დავით ბუკია გამოტოვებენ. ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ბასილაძის ნაცვლად ნაკრებში ნიკოლოზ ცეცხლაძე მიიწვია.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 5 ქულით მე-4 ადგილზეა – ლიდერი საბერძნეთია (15 ქულა), მეორე აფგილზე გერმანიაა (12), ხოლო მესამეზე – ჩრდილოეთ ირლანდია (7).
27 მარტი | ქუთაისი, „რამაზ შენგელია“
19:00 | საქართველო – ლატვია
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), რევაზ კურტანიძე („იბერია1999“).
მცველები: გიორგი გვასალია („დინამო თბილისი“), ლუკა ლაცაბიძე („ვაილე“, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი“, ფოთი), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე („ვაილე“, დანია), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი („იბერია1999“), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე („დინამო ბათუმი“), საბა გეგიაძე („სპაერი“), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი („ტრენჩინი“, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი („იბერია 1999“), ცოტნე ბერელიძე („სამგურალი“, წყალტუბო), ლუკა წულუკიძე („დინამო ბათუმი“), ნიკოლოზ ცეცხლაძე („სამგურალი“, წყალტუბოს).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე („ტორპედო“ ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი“, ინგლისი), ლუკა პარკაძე („აუსტრია ზალცბურგი“, ავსტრია).