ფეხბურთი | ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა მარტის შეხვედრებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

15:21, 20.03.2026

ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მარტის შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

27 მარტს ესპანეთი ამხანაგურ შეხვედრას სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 31 მარტს ეგვიპტეს შეხვდება.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: უნაი სიმონი („ატლეტიკ ბილბაო“), დავიდ რაია („არსენალი“), ალექს რემირო („რეალ სოსიედადი“), ჟოან გარსია („ბარსელონა“)

მცველები: მარკოს ლორენტე („ატლეტიკო მადრიდი“), პედრო პორო („ტოტენჰემი“), ემერიკ ლაპორტი („ატლეტიკ ბილბაო“), პაუ კუბარსი („ბარსელონა“), დინ ჰაუსენი („რეალ მადრიდი“), კრისტიან მოსკერა („არსენალი“), მარკ კუკურელია („ჩელსი“), ალეხანდრო გრიმალდო („ბაიერ ლევერკუზენი“)

ნახევარმცველები: როდრი („მანჩესტერ სიტი“), მარტინ ზუბიმენდი („არსენალი“), პედრი („ბარსელონა“), პაბლო ფორნალსი („რეალ ბეტისი“), კარლოს სოლერი („რეალ სოსიედადი“), დანი ოლმო („ბარსელონა“), ფერმინ ლოპესი („ბარსელონა“)

თავდამსხმელები: იერემი პინო („ვილიარეალი“), ალექს ბაენა („ატლეტიკო მადრიდი“), ანდერ ბარენეჩეა („რეალ სოსიედადი“), ვიქტორ მუნიოსი („ოსასუნა“), მიკელ ოიარსაბალი („რეალ სოსიედადი“), ფერან ტორესი („ბარსელონა“), ბორხა იგლესიასი („სელტა ვიგო“), ლამინ იამალი („ბარსელონა“)

მსგავსი