ფეხბურთი | ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე - საქართველოს ეროვნული გუნდის ბევრ მოთამაშეს დიდი მომავალი აქვს #1TVSPORT
ფეხბურთი | ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე - საქართველოს ეროვნული გუნდის ბევრ მოთამაშეს დიდი მომავალი აქვს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებთან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შესახებ კომენტარი ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა.

„მიუხედავად ანგარიშისა, არ ვფიქრობ, რომ საქართველომ ცუდი თამაში აჩვენა. ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, ბევრს ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, მათ დიდი მომავალი აქვთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ დღეს ესპანეთი კვლავ მაღალი დონის გუნდია და ამ შეხვედრაში უკეთესი იყო“, – აღნიშნა დე ლა ფუენტემ.

18 ნოემბერს, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში, საქართველოს ნაკრები სოფიაში ბულგარეთს ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.