ფეხბურთი | ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი პედრი საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
ფეხბურთი | ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი პედრი საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, პედრიმ ვარჯიშის დროს ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და ის მოედანზე გასვლას ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

22 წლის ფეხბურთელი გამოტოვებს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩს, რომელიც 15 ნოემბერს თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩატარდება. ის ასევე ვერ დაეხმარება „ბარსელონას“ მომდევნო სამ შეხვედრაში.

ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში 4 მატჩის შემდეგ 12 ქულა აქვს და მუნდიალის საგზურის მოპოვებას მცირედი აშორებს.

ესპანელი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო მატჩს 18 ნოემბერს სევილიაში თურქეთთან გამართავენ.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ გუნდს, 4 მატჩში მოპოვებული 3 ქულა აქვს და მუნდიალზე გასვლის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგა.