ფეხბურთი | ესპანეთის ნაკრები 2025 წელს ფიფა-ს რეიტინგის პირველ ადგილზე დაასრულებს #1TVSPORT
ფეხბურთი | ესპანეთის ნაკრები 2025 წელს ფიფა-ს რეიტინგის პირველ ადგილზე დაასრულებს #1TVSPORT

ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2025 წელს ფიფა-ს რეიტინგის ლიდერად დაასრულებს. 2013 წლის შემდეგ ეს პირველად მოხდა, ხოლო ისტორიაში – მეშვიდედ.

ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა 2025 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. გუნდმა ერთა ლიგის ფინალშიც ითამაშა და პორტუგალიასთან დამარცხდა.

მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა პირველი ხუთი მატჩი ისე მოიგო, გოლი არ გაუშვია – მათ შორის იყო სტუმრად თურქეთთან 6:0 გამარჯვება.

ფიფა-ს განახლებულ რეიტინგში მეორე ადგილს არგენტინა იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზეა საფრანგეთის ეროვნული გუნდი.

საქართველოს ნაკრები კლასიფიკაციაში 73-ე ადგილზეა.