ფეხბურთი | ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელი ბიორნ იონსენი გახდა, მწვრთნელი - გუგა ნერგაძე #1TVSPORT
ფეხბურთი | ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელი ბიორნ იონსენი გახდა, მწვრთნელი - გუგა ნერგაძე #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დასახელდა.

მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელი – გუგა ნერგაძე („იბერია“)

როდესაც ნერგაძემ გუნდი ჩაიბარა, „იბერია“ გორის „დილას“ 6 ქულით ჩამორჩებოდა. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდმა 10-დან 8 შეხვედრა მოიგო – მათ შორის, გადამწყვეტ, მეოთხე წრეში 9-დან 8 მატჩი, რითიც საბოლოოდ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელი – ბიორნ იონსენი („ტორპედო“ ქუთაისი)

ქუთაისური კლუბის თავდამსხმელმა ბოლო 9 შეხვედრაში მაღალი შედეგიანობა აჩვენა – 9 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. ნორვეგიელი ლეგიონერი 21 გატანილი გოლით ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ასევე დაასახელა მეოთხე წრის სიმბოლური გუნდი

მეკარე: გიორგი მაკარიძე („იბერია“)

მცველები: არმელ ზოური („იბერია“), დარეკ აგიაკვა („იბერია“), სანდრო ანდრონიკაშვილი („დილა“), გიორგი ჯინჯოლავა („იბერია“)

ნახევარმცველები: ლადო მამუჩაშვილი („ტორპედო“), აბუბქარ კონტე („დილა“), ბაქარ ქარდავა („იბერია“)

თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია („სამგურალი“), ბიორნ იონსენი („ტორპედო“), დავით მუჯირი („გაგრა“)