ფეხბურთი | ეროვნულ ლიგაში „სამგურალმა“ „გარეჯი“ დაამარცხა #1TVSPORT

20:50, 28.10.2025

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ბოლო შეხვედრაში საგარეჯოს „გარეჯმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

წყალტუბოელები მატჩის დასაწყისში ჟან კარლოსის მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდნენ. „გარეჯმა“ პირველივე ტაიმში გაათანაბრა და პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა.

სტუმრებმა მატჩის მოგება ბოლო წუთებში მოახერხეს – ჟან კარლოსმა 86-ე წუთზე დუბლი შეასრულა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი ჯეფერსონ ჯერალდომ და დემურ ჩიხლაძემ კიდევ ორი ბურთი გაიტანეს.

30 ტურის შემდეგ „სამგურალი“ 38 ქულით მეხუთზე ადგილზეა, „გარეჯს“ კი 30 ქულა აქვს და მე-8 პოზიციას იკავებს.

მსგავსი