ფეხბურთი | „დუნაისკას სტრედას“ ოფიციალური ვებგვერდი - გიორგი გაგუამ „ჟილინასთან“ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა #1TVSPORT
ფეხბურთი | „დუნაისკას სტრედას“ ოფიციალური ვებგვერდი - გიორგი გაგუამ „ჟილინასთან“ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონატში „ჟილინასთან“ მატჩის შემდეგ „დუნაისკას სტრედას“ ოფიციალურმა ვებგვერდმა კლუბის ქართველ თავდამსხმელზე, გიორგი გაგუაზე სტატია გამოაქვეყნა.

„გიორგი გაგუამ „ჟილინასთან“ გამარჯვებაში (3:1) გადამწყვეტი როლი ითამაშა. 24 წლის თავდამსხმელი მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან აქტიურობდა. პირველი გოლი მისი დამსახურება იყო – მარცხენა ფლანგზე მეტოქე ლამაზი ფინტით ჩამოიშორა და ანდრეას გრუბერს გაატანინა.

გაგუა ამპლუით თავდამსხმელია, მაგრამ ბურთის მისაღებად ხშირად უკან იხევს და დაცვასაც ეხმარება. მან „ჟილინასთან“, საგოლე გადაცემის გარდა, მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა“, – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი და ქართველი ფორვარდის კომენტარსაც აქვეყნებს.

„ფეხბურთი გუნდური თამაშია, მე თანაგუნდელების თანადგომა მჭირდება, მათ კი – ჩემი. გამარჯვება დავიმსახურეთ და ამით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ სამი მატჩი დაგვრჩა და ყველას მოგება გვსურს.

ფიზიკურად ძლიერი ვარ და შემიძლია ბურთის კონტროლი, რაც გუნდისთვის კარგია. ჩვენ უფრო გუნდურად ვთამაშობთ და კონკრეტულ მოთამაშეებზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული, ამიტომ ერთმანეთს ვეხმარებით და ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“.