ფეხბურთი | „დინამო თბილისმა“ ტუნისელი თავდამსხმელი დაიმატა - გუნდი თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება #1TVSPORT
„დინამო თბილისში“ ტუნისელი თავდამსხმელი იედ ჰაჯი ხალიფა ითამაშებს – ფეხბურთელსა და კლუბს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა – ინფორმაციას „დინამო თბილისის“ პრესსამსახური ავრცელებს.
ხალიფა აქამდე ადგილობრივი კლუბების, „ტატუინის“, „რადეზის“, „მონასტირისა“ და „ბენ ჟერდანის“ ღირსებას იცავდა.
„დინამო თბილისმა“ მოახლოებული სეზონისთვის მზადების პირველი ნაწილი თბილისში დაასრულა. გუნდმა სამი ამხანაგური მატჩი ითამაშა „რუსთავთან“ (1:2), „შტურმთან“ (2:0) და წყალტუბოს „სამგურალთან (1:1).
4 თებერვალს თბილისელები თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც 18 თებერვლამდე დარჩებიან და ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ:
7 თებერვალი | „დინამო თბილისი“ – „შახტარი“ (უკრაინა)
10 თებერვალი | „დინამო თბილისი“ – „აუდა“ (ლატვია)
13 თებერვალი | „დინამო თბილისი“ – „ვერესი“ (უკრაინა)
16 თებერვალი | „დინამო თბილისი“ – „ნავბახორი“ (უზბეკეთი)
17 თებერვალი | „დინამო თბილისი“ – „აქტაუ“ (ყაზახეთი)
19 თებერვლიდან გუნდი მზადების დასკვნით ეტაპს თბილისში გაივლის, ხოლო ეროვნული ლიგის პირველ ტურში 1-ელ მარტს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.