ფეხბურთი | „დინამო თბილისმა“ იჯარით გაშვებული მოთამაშეები დაიბრუნა - ლეო ასუნსაო ბრაზილიაში ითამაშებს #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ 2025 წელს სხვა გუნდებში იჯარით გაშვებული მოთამაშეები დაიბრუნა – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
„დინამო თბილისმა“ რამდენიმე მოთამაშე, შესაძლოა, კვლავ გაუშვას გუნდიდან. ჯერჯერობით კი ვითარება ასეთია – „გაგრიდან“ დაბრუნდნენ ლუკა სალუქვაძე და დავით გოცირიძე, „თელავიდან“ – ნიკოლოზ ცეცხლაძე და ჯადული იობაშვილი, „რუსთავიდან“ კი – პაპუნა ბერუაშვილი.
ლეო ასუნსაოს „დინამოსთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა და ბრაზილიაში, კლუბ „პარანაში“ ითამაშებს. თბილისელებთან საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა სანდრო ფეიქრიშვილსაც, რომლის ტრანსფერი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ახალ სეზონში წყალტუბოს „სამგურალში“ იჯარით ითამაშებს „დინამო თბილისისა“ და 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ცოტნე ბერელიძე.