ფეხბურთი | „დინამო თბილისმა“ გიორგი ზარიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
ფეხბურთი | „დინამო თბილისმა“ გიორგი ზარიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

გიორგი ზარია ექვსწლიანი პაუზის შემდეგ „დინამო თბილისში“ დაბრუნდა – გავრცელებული ინფორმაცია თბილისური კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.

გიორგი ზარია „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. 28 წლის ნახევარმცველმა კარიერა 2014 წელს მეორე ლიგის „სასკოში“ დაიწყო, 2015-2020 წლებში კი თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა.

მას ასევე უთამაშია ბათუმის „დინამოსა“ და ალმათისქაირათში“, სადაც ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარეს და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, მაგრამ დეკემბერში გუნდი დატოვა.

გიორგი ზარია საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი იყო, 2021 წლიდან კი რამდენჯერმე ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს.

„დინამო თბილისში“ გააგრძელებს კარიერას ახალგაზრდა ფეხბურთელი დანიელ ქვარცხავაც – 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი დედაქალაქურ კლუბში „იბერია 1999“-დან იჯარით ითამაშებს.