ფეხბურთი | „დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ეროვნულ ლიგაში სტუმრად „სპაერს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ლიგის დებიუტანტი 2:1 დაამარცხა.
„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული მატჩი „დინამოს თბილისისთვის“ ეროვნული ლიგის ახალ სეზონში პირველი იყო, რადგან დიდთოვლობის გამო პირველ ტურში ბათუმის „დინამოს“ ვერ ეთამაშა. „სპაერმა“ კი სეზონი ქუთაისის „ტორპედოსთან“ მოგებით (2:1) დაიწყო.
„დინამო თბილისი“ ნიკოლოზ უგრეხელიძისა (9) და პორტუგალიელი თავდამსხმელის, რუი მონტეირუს (35) გოლებით პირველ ტაიმში კომფორტული უპირატესობით დაწინაურდა.
„სპაერმა“ გიგა სამხარაძის ზუსტად შესრულებული პენალტით (68) სხვაობა შეამცირა და მატჩის ბოლომდე რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა.