ფეხბურთი | „დინამო თბილისმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო - გუნდი შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება #1TVSPORT
ფეხბურთი | „დინამო თბილისმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო - გუნდი შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო. მიხეილ მაქაცარია, მათე შათირიშვილი, საბა ხარებაშვილი და გიორგი ხარაიშვილი ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობენ და გუნდს მალე შეუერთდებიან.

მეკარეები: გიორგი ლორია, დაჩი ჩოჩოშვილი, მათე ღაღვიშვილი;

მცველები: ირაკლი იაკობიძე, ლუკა შაშიაშვილი, გიორგი ლომიძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე, ლაშა ხუციშვილი, გიორგი გვასალია, ნიკოლოზ ცეცხლაძე;

ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, აბდულაი იორო, ჯაბა კანკავა, ნიკოლოზ ტკალია, რეზი დანელია, ლუკა წულაია, თეიმურაზ ოდიკაძე, ნანა კოფი დონკორი, გიორგი ხარებაშვილი;

თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე, მათე ვაწაძე, ირაკლი სირაძე, ჰალიდ დოლტმურზიევი.

თურქეთში გამგზავრებამდე გუნდი სამ ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს. 20 იანვარს „რუსთავს“ შეხვდება, 26 იანვარს – სართიჭალის „შტურმს“, ხოლო 2 თებერვალს – „სამგურალს“.

თურქულ შეკრებაზე „დინამო თბილისი“ 4 თებერვალს გაემგზავრება და ორი კვირა დარჩება. ამხანაგური მატჩების შესახებ ინფორმაციები მალე დაზუსტდება.