ფეხბურთი | „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფში ვერ გავიდა #1TVSPORT
ფეხბურთი | „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფში ვერ გავიდა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ახალგაზრდულმა გუნდმა უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის საპასუხო შეხვედრაში მინსკის „დინამოსთან“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და პენალტების სერიაში დამარცხდა (0:2, 2:4 პენალტების სერიაში).

თბილისურმა კლუბმა მესამე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მეტოქე 2:0 დაამარცხა.

მინსკელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და შესვენების შემდეგ მიზანს მიაღწიეს. მართალია, ვოისკობოინიკოვმა 51-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა (მეკარე ჩოჩოშვილმა აუღო), მაგრამ ხუთ წუთში მაინც შეძლო ანგარიშის გახსნა, 68-ე წუთზე კი ჟეჩკომ მეორეც გაიტანა და საერთო ანგარიში გაათანაბრა.

გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც მინსკელების მეკარემ ორი დარტყმა მოიგერია და სტუმრებმა 4:2 გაიმარჯვეს. „დინამო თბილისმა“ კი ძირითად ეტაპზე მოხვედრის შესანიშნავი შანსით ვერ ისარგებლა.