ფეხბურთი | დინ ჰაუსენი საქართველოს ნაკრებთან მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT

12:40, 15.11.2025

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ცენტრალური მცველი დინ ჰაუსენი საქართველოს ეროვნულ გუნდთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამოტოვებს.

ჰაუსენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ სამატჩო განაცხადს მიღმა დატოვა. ესპანური მედიის ცნობით, 20 წლის ცენტრალურმა მცველმა საზარდულის არეში დისკომფორტი იგრძნო.

ესპანეთის ნაკრების განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის:

მეკარეები: უნაი სიმონი, დავიდ რაია, ალექს რემირო

მცველები: ალეხანდრო გრიმალდო, დანიელ ვივიანი, პედრო პორო, აიმერიკ ლაპორტი, პაუ კუბარსი, მარკ კუკურელია

ნახევარმცველები: პაბლო ბარიოსი, მარკოს ლორენტე, მიკელ მერინო, ფაბიან რუისი, ალექს ბაენა, პაბლო ფორნალსი, მარტინ ზუბიმენდი, ალეიშ გარსია, მიკელ ოიარსაბალი

თავდამსხმელები: ფერან ტორესი, ბორხა იგლესიასი, დანი ოლმო, იერემი პინო, ფერმინ ლოპესი

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი