ფეხბურთი | „დილამ“ კვიპროსიდან თავდამსხმელი ზურაბ მუსელიანი დაიმატა #1TVSPORT
სეზონის დაწყებამდე გორის „დილამ“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა – გუნდმა თავდამსხმელი ზურაბ მუსელიანი დაიმატა – 26 წლის ფორვარდი გუნდს კვიპროსის სუპერლიგის „პარალიმნიდან” შეუერთდა.
მუსელიანმა კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო, თამაშობდა ქობულეთის „შუქურასა“ და „გაგრაში“, ასევე სამხრეთ კორეისა და ბოსნიის გუნდებში, ბოლოს კი „პარალიმნიში“ გამოდიოდა. იყო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი.
მუსელიანი დამატება „დილას“ თავდამსხმელის, შოთა შეყილაძის ტრავმამ განაპირობა – გორელთა ფორვარდმა დაზიანება მოსამზადებელ შეკრებაზე მიიღო და გუნდს დროებით ვერ დაეხმარება.