ფეხბურთი | „დილა“ პორტუგალიელმა მწვრთნელმა დატოვა, ირაკლი ბუღრიძე სამხრეთ კორეაში ითამაშებს #1TVSPORT
გორის „დილა“ იტალიელი სპეციალისტის, დიეგო ლონგოს თანაშემწემ, ნუნო კოშტამ დატოვა.
პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბში ორი სეზონის მანძილზე მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში გუნდთან ერთად საქართველოს თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.
„დილა“ ასევე დატოვა ირაკლი ბუღრიძემაც – 28 წლის თავდამსხმელი კარიერას სამხრეთ კორეაში, მეორე ლიგის „ჩეონგჟუში“ გააგრძელებს, რომელმაც გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატში მე-12 ადგილი დაიკავა.
ბუღრიძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. უთამაშია „ლოკომოტივში“, „ჩიხურაში“, „ბეერსხოტში“ (ბელგია), „დინამო თბილისში“, „ტორპედოსა“ და „ყიზილყუმში“ (უზბეკეთი). „დილაში“ 2024 წლის ზაფხულში დაბრუნდა.