ფეხბურთი | დეზირე დუე „ოქროს ბიჭუნას“ პრიზის 2025 წლის გამარჯვებულია #1TVSPORT
2025 წლის „ოქროს ბიჭუნას“ პრიზის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი დეზირე დუე გახდა.
იტალიური გამოცემის, Tuttosport-ის მიერ დაწესებული პრიზი 2003 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს, რომლის ასაკიც არ აღემატება 21 წელს.
დუესთვის 2025 წელი გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო მისთვის სეზონის კულმინაცია ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო, სადაც მილანის „ინტერთან“ დუბლი შეასრულა.
დუე გახდა მეოთხე ფრანგი, რომელმაც ეს პრესტიჟული ტიტული მოიგო. მანამდე „ოქროს ბიჭუნას“ პრიზს პოლ პოგბა, ენტონი მარსიალი და კილიან მბაპე დაეუფლნენ.