ფეხბურთი | დასახელდა აფრიკის ერთა თასის სიმბოლური გუნდი #1TVSPORT
ფეხბურთი | დასახელდა აფრიკის ერთა თასის სიმბოლური გუნდი #1TVSPORT

აფრიკის ერთა თასის დასრულებიდან სამი დღის შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებმა სიმბოლური თერთმეტეული გამოაქვეყნეს.

გუნდში ფეხბურთელები მხოლოდ სამი ნაკრებიდან მოხვდნენ – სენეგალიდან, მაროკოდან და ნიგერიიდან.

მეკარე: ბონო (მაროკო)

მცველები: ჰაკიმი (მაროკო), ნიახატე (სენეგალი), ბასი (ნიგერია), მაზრაუი (მაროკო)

ნახევარმცველები: ლუკმანი (ნიგერია), ი. გეიე (სენეგალი), პ. გეიე (სენეგალი)

თავდამსხმელები: დიასი (მაროკო), ოსიმენი (ნიგერია), მანე (სენეგალი)

აფრიკის თასის გამარჯვებული სენეგალის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში მასპინძელი მაროკო 1:0 დაამარცხა და ისტორიაში ტიტულს მეორედ დაეუფლა. მესამე ადგილზე გავიდა ნიგერია, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში ეგვიპტეს სძლია.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად სადიო მანე აღიარეს.