ფეხბურთი | დანი ოლმომ „ატლეტიკოსთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და 2025 წელს ვეღარ ითამაშებს #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, დანი ოლმომ ტრავმა მიიღო და ის ფეხბურთის თამაშს 2025 წელს ვეღარ შეძლებს.
65-ე წუთზე ოლმომ გოლი გაიტანა და მინდორზე უხერხულად დაეცა, რის გამოც თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ის ფერან ტორესმა შეცვალა, რომელმაც მოგვიანებით მატჩის საბოლოო ანგარიში, 3:1 დააფიქსირა.
ესპანური მედიის ცნობით, ოლმომ მხარი ამოიგდო. წინასწარი პროგნოზით, რეაბილიტაციის პროცესი, მინიმუმ, ოთხ კვირას გასტანს.
ესპანური ფეხბურთის გრანდს წლის ბოლომდე დაგეგმილი მატჩების ჩატარება მის გარეშე მოუწევს. „ბარსელონა“ შეხვედრებს „ბეტისთან“, „აინტრახტთან“, „ოსასუნასა“ და „ვილიარეალთან“ გამართავს.