ფეხბურთი | დაკომპლექტდა იტალიის თასის მეოთხედფინალური წყვილები #1TVSPORT
იტალიის თასის გათამაშებაში დასრულდა მერვედფინალური ეტაპი. ბოლო მეოთხედფინალისტი გახდა „კომო“, რომელმაც 3:1 დაამარცხა „ფიორენტინა“.
ამ მატჩის შემდეგ დაკომპლექტებულია ყველა მეოთხედფინალური წყვილი:
ინტერი-ტორინო
ატალანტა-იუვენტუსი
ბოლონია-ლაციო
ნაპოლი-კომო
მეოთხედფინალური მატჩები თებერვლის პირველ ნახევარში გაიმართება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია „ბოლონია“, რომელმაც წინა გათამაშების ფინალში „მილანი“ 1:0 დაამარცხა.