ფეხბურთი | დაჩი ლორთქიფანიძემ „კარარეზეში“ ითამაშა – კვერნაძის „ფროზინონე“ მეორე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT

21:52, 22.03.2026

გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ იტალიის სერია B-ს გასვლით მატჩში „სუდტიროლს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 32-ე ტურის დაპირისპირებაში სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და შესვენების შემდეგ შეცვალეს.

დაჩი ლორთქიფანიძის „კარარეზე“ ასევე გასვლაზე „ბარის“ შეხვდა და 3:0 გაიმარჯვა. 20 წლის ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა.

სერია B-ში გამართული 32 ტურის შემდეგ „ფროზინონემ“, „მონცას“ მსგავსად, 65 ქულა დააგროვა, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა და „ვენეციას“ (68) ჩამორჩება. „კარარეზეს“ 39 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზეა.

მსგავსი