ფეხბურთი | ცნობილია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე #1TVSPORT
ფეხბურთი | ცნობილია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე #1TVSPORT

ცნობილია ფიფა-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე ქვეყანა.

ევროპაში ჩატარებული პლეიოფის მატჩების შემდეგ მუნდიალის საგზური ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ, თურქეთმა, ჩეხეთმა და შვედეთმა მოიპოვეს.

მექსიკაში გამართული საკონტინენტთაშორისო პლეიოფის შეხვედრებმა კი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ერაყს მოუტანა.

ისტორიაში პირველად, მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 48 ქვეყნის ეროვნული გუნდი ითამაშებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები:

მასპინძლები (3) – აშშ, კანადა, მექსიკა.

აზიის საფეხბურთო კონფედერაციიდან (9) – იაპონია, იორდანია (დებიუტანტი), კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი (დებიუტანტი), ავსტრალია, ირანი, ერაყი.

აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციიდან (10) – ალჟირი, კაბო ვერდე (დებიუტანტი), ეგვიპტე, განა, კოდ დ’ივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთ კონფედერაციიდან (6) – არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი.

ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციიდან (3) – პანამა, კურასაო (დებიუტანტი), ჰაიტი.

ოკეანეთის საფეხბურთო კონფედერაციიდან (1) – ახალი ზელანდია.

ევროპის საფეხბურთო გაერთიანებიდან (16) – ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია, შოტლანდია, ესპანეთი, ავსტრია, ბელგია, თურქეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩეხეთი, შვედეთი.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს მეხიკოში გაიხსნება, ხოლო ფინალური მატჩი 18 ივლისს ნიუ ჯერსიში გაიმართება.