ფეხბურთი | „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი როსენიორი გახდება #1TVSPORT
ფეხბურთი | „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი როსენიორი გახდება #1TVSPORT

ლიემ როსენიორი ინგლისში ჩავიდა და უახლოეს ხანში „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „სტრასბურის“ ამჟამინდელი დამრიგებელი, უკვე ორი დღეა, ლონდონში იმყოფება. მან გამართა მოლაპარაკებები „ჩელსის“ ხელმძღვანელობასთან და კვირის ბოლომდე დაინიშნება მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.

ამასობაში „სტრასბურმა“ უკვე დაიწყო 41 წლის ინგლისელი სპეციალისტის შემცვლელის ძებნა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ 1 იანვარს გაანთავისუფლა პოსტიდან ენცო მარესკა.