„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. ამის შესახებ წერს საფეხბურთო გამოცემა Football Insider.
წყაროს ცნობით, ესპანელი სპეციალისტის ახალი გუნდი შეიძლება გახდეს ლონდონის „ჩელსი“.
ჩავი მთავარ კანდიდატად მიიჩნევა ენცო მარესკას შეცვლაზე, მაგრამ ასეთი სცენარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ჩელსის“ ამჟამინდელი მწვრთნელის გაშვების გადაწყვეტილებას უახლოეს დროში მიიღებენ.