ფეხბურთი | ჩაკვეტაძისა და გოგლიჩიძის „უოტფორდმა“ აუტსაიდერი ვერ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიფის აუტსაიდერს, „შეფილდ უენსდეის“ ესტუმრა და ქულები დაკარგა – 1:1.
სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა – ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა საკმაოდ მაღალი შეფასება, 7.4 ქულა დაიმსახურა. გოგლიჩიძემ კი 90 წუთი ითამაშა და 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„უოტფორდმა“ ანგარიში 90-ე წუთზე სემედოს მიერ გატანილი გოლით გადაარჩინა. 37 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 53 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.