ფეხბურთი | ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა – „უოტფორდმა“ გასვლით მატჩში „ნორვიჩი“ დაამარაცხა #1TVSPORT

02:01, 30.12.2025

უოტფორდი“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, ინგლისის ჩემპიონშიპშინორვიჩს“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

24-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და შეფასება 6.9 ქულა დაიმსახურა.

უოტფორდმა“ გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გაიტანა – სტუმართა შეტევა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ვივალდო სემედომ დააგვირგვინა.

24 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 36 ქულით მე-6 ადგილზეა, რაც გუნდს პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის შანსს აძლევს.

მსგავსი