ფეხბურთი | ჩაკვეტაძემ საგოლე შეტევა წამოიწყო - „უოტფორდმა“ სტუმრად „ბრისტოლი“ დაამარცხა #1TVSPORT
ფეხბურთი | ჩაკვეტაძემ საგოლე შეტევა წამოიწყო - „უოტფორდმა“ სტუმრად „ბრისტოლი“ დაამარცხა #1TVSPORT

საბა გოგლიჩიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიპშიბრისტოლ სიტის“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.

გასვლით შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ორივე მოთამაშე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველი საგოლე შეტევა კი მე-7 წუთზე ჩაკვეტაძემ წამოიწყო და ლუკა კერუმგორმა დააგვირგვინა.

ბრისტოლ სიტიმ“ წონასწორობა პირველ ტაიმში აღადგინა, მაგრამ ჯერემი ნგაკიამ (77) ეფექტური დარტყმით „უოტფორდს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.