ფეხბურთი | ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ტრავმის გამო შეცვალეს #1TVSPORT
ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ პირველად გამოჩნდა „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ტრავმის გამო შეცვალეს.
შეცვლაზე ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ, „უოტფორდის“ ესპანელმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ ჩათვალა, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მატჩის პირველივე წუთებიდან სათამაშოდ მზად იყო და „ნორვიჩთან“ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
სამწუხაროდ, 33-ე წუთზე მეკარესთან შეჯახების შემდეგ ჩაკვეტაძემ მუხლი იტკინა და მოედნის დატოვება მოუხდა. რამდენად სერიოზულია დაზიანება, მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.