ფეხბურთი | ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის საუკეთესო ნახევარმცველებს შორის დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის საუკეთესო ნახევარმცველებს შორის მოხვდა – Football League World-მა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რჩეულ ათეულში მე-9 პოზიციაზე დაასახელა.
„თუ მხოლოდ ნიჭს გავითვალისწინებთ, გიორგი ჩაკვეტაძე ათეულში ალბათ საუკეთესოა. შესანიშნავი ტექნიკური მონაცემების მქონე ქართველი ფეხბურთელი გამორჩეულია თავისი დრიბლინგით. ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა, თუმცა, როდესაც ფორმაშია, მეტოქეებს მისი შეჩერება ძალიან უჭირთ.
ბურთის ფლობის გამორჩული უნარი ქართველ ფეხბურთელს საშუალებას აძლევს, დაცვიდან შეტევაში ბურთი სწრაფად ამოიტანოს. სათამაშო ოსტატობით ჩაკვეტაძეს ძალიან ცოტა კონკურენტი ჰყავს.
„უოტფორდში“ მისი შედეგიანობა (გოლები და საგოლე გადაცემები) უკეთესის სურვილს ტოვებს, იგივე ითქმის სტაბილურობაზეც, მაგრამ სათამაშო კლასით ინგლისის ჩემპიონშიფში ერთ-ერთი გამორჩეულია“, – წერს Football League World-ი.