ფეხბურთი | ჩაბი ალონსო, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT
ესპანელი სპეციალისტი ჩაბი ალონსო, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას OK Diario ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ალონსოსა და ინგლისურ კლუბს შორის უკვე მიღწეულია ზეპირი შეთანხმება და მხარეები, სავარაუდოდ, სამწლიან კონტრაქტს გააფორმებენ.
თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ დაასრულებს სეზონს „ლივერპული“ მოქმედი მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის ხელმძღვანელობით. ცნობილია, რომ თუ მერსისაიდული კლუბი მიმდინარე სეზონში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ნიდერლანდელს თანამდებობაზე დატოვებენ.
„ლივერპულის“ წარმომადგენლებსა და ალონსოს გარემოცვას შორის პირველი არაფორმალური კონტაქტი ნოემბრის ბოლოს შედგა, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ ესპანელი მწვრთნელის მომავალ სეზონში მოწვევის შესაძლებლობის შესწავლა დაიწყო.
44 წლის ალონსო ბოლოს მადრიდის „რეალს“ წვრთნიდა.