ფეხბურთი | ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT

08:50, 30.10.2025

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს სოფიაში ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია BILETEBI.GE-ზე დაიწყო – ფასი 65 ლარია, ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება:

სახელი და გვარი ლათინური სიმბოლოებით, პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი.

აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის მონაცემებს.

შეძენილ ბილეთებს მიიღებთ BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მატჩამდე ორი დღით ადრე.

სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

მსგავსი