ფეხბურთი | ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი – საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს და ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი #1TVSPORT

22:11, 17.11.2025

საქართველოს ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე ბულგარეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე დიმიტროვმა ისაუბრა.

„გთხოვთ, ცოტა მეტი დრო მოგვცეთ. გასაგებია, რომ ზეწოლა დიდია, მაგრამ მინდა, ეს მხოლოდ ჩემზე აისახოს და არა მოთამაშეებზე. ყველაზე კარგი იქნება, თუ სტადიონი გაივსება და გულშემატკივრები გვერდში დაგვიდგებიან. მჯერა, რომ ჩვენი შრომით შევძლებთ როგორც თამაშის ხარისხის, ისე შედეგების გაუმჯობესებას, ხოლო ხალხს ტრიბუნაზე დავაბრუნებთ.

საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს და ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი. ასეთ მეტოქესთან თამაში ჩვენთვის სარგებლის მომტანი უნდა გახდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესარჩევი ეტაპი ღირსეულად დავასრულოთ. გუნდი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავიბარე, თუმცა ამ პერიოდში მცირე პროგრესი მაინც ჩანს“, – აღნიშნა დიმიტროვმა.

ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 18 ნოემბერს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი